სიარული

სიარული
სლუა, მოძრავობა ცხოველთა, გარდადგმით ფერხთათა, ანუ მფრინველთა ჰაერსა შინა და თევზთა წყალსა შინა ქნევითა ფრთეთა, გინა უსულოთა ნივთთა ძალითა ბუნებითითა ანუ ხელოვნებითა, ვითარ სლვა მდინარეთა, ეტლთა, ნავთა, ბორბალთა, საჟამოთა და მისთანათა (ზაქარ. 9, 8; ვეფხისტ. 147), ход, хождение, походка; სახენი ამისნი: ჩჩჳლთ ოთხზედ სიარულს ეწოდება ჩოჩვა, ცოცვა, ბობღვა, ბორდღვა, ბღოტვა და ფოფინი; მათს ხელმოკიდებით, ანუ ხოჭიჭიდ ფეხზედ ტარებას - ტაატი; კაცთა ნებიერად სიარულსა ჭმუნვის განსაქარვებლად შესაქცევთა ადგილთა ზედა - სეირნობა და ნავარდობა; მალიად სლუასა - სირბილი და სრბოლა; შეშინებულის სირბილს - ლტოლვა და გაქცევა; უმალიადესსა სირბილსა - რბენა და ჭენება; კისკისად მაღლა შეფრენით რბენასა - ხლდომა ანუ ხლტომა, ხოლო ოთხფერხთასა - კუნტრუში და სხუანი (ნახე თამაშობაში). სირბილისა და ნელა სიარულის საშუალო - ძუნძული და ჰასაკმცირეთა ცხოველთასა - ცუნცული, ცანცალი, წანწალი და დიდროვანთასა - ბოტვა, ბოტება (бродить); უგვანსა ძუნძულსა - ბზაკუნი, ბაჯბაჯი და ჩანჩალი; სნეულთ უსუსურად სიარულსა - ღინღილი, ხინხილი ან ღონღილი, ხოლო ოთხფერხთასა - ლასლასი; უსაქმოდ და ცუდად სიარულსა - ტანტალი, წანწალი და თრევა; ბნელაში ფეხდაუნდობლად ანუ ხელის შეხებით სიარულსა - ბღოტვა, ბეცება და ცეცება; მკელობელთ სიარულს - კოჭლობა; თხელთა წყალთა შინა სლვასა ფეხის ამოღებით და კუალად ჩადგმით - ჩხუპვა, ხოლო უღრმესთა შინა ფეხამოუღებლად - ტოპვა და სრულიად ღრმათა შინა ხელფეხთ ხმარებით პირპირ ტივტივსა - ცურვა; ცხენთა კეთილსა სიარულსა - თოხარიკი და იორღა; გოგმანით სიარულს - მერანობა და ცუდსა - ჩაქჩაქი და ჯაგჯაგი; მფრინველთა ჩვეულებრივსა ჰაერში სიარულსა - ფრენა და ფრინვა; ხლტომით ფრენასა - გოგვა და გოგმანი; ცუდსა სლვასა - ლახლახი; ფრთების უძრავად ფრენასა - ლივლივი; თევზთა წყალში სლვასა - ცურვა; გველთა და ქვეწარმავალთა მუცლით სლვასა - გლინვა და ცორვა; მძრომთასა - ღოღვა და ძრომა.
ზემოწერილნი გვარნი სიარულისანი ხშირად იხმარებიან გარდაღებით კაცთაგან ცხოველთადმი და უსულოთადცა და კუალად გარემოქცევით, ვითარ სბოლა ითქმის ისართათჳს და ნავთათჳსცა, ხინხილი და კინკილი ოთხფერხთათჳს, რომელნიცა ერთსა ფერხსა ატარებენ კანტურით ტკივილის გამო, ცორვა და გლინვა გველებრი, ოდეს კაცნი მიეპარებიან ნადირთა, ჭენება ითქმის უფრო ცხენზედ მჯდომთათჳს, კუალად არიან ბრძანებითნი: გუალე, ჟარე, იარე (თჳს-თჳს ადგილს იხილენ).

Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Полезное


Смотреть что такое "სიარული" в других словарях:

  • პარეზული სიარული ანუ სიარული სტეპაჟით — აღინიშნება ქვედა კიდურის სხვადასხვა პერიფერიული ნერვის დაზიანების შემთხვევაში Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე …   Georgian encyclopedia

  • მთვრალისებრი სიარული — (ავადმყოფი დადის ზიგზაგით) გამოხატულია ნათხემის პათოლოგიის დროს Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი]… …   Georgian encyclopedia

  • ტაბესური სიარული — ვლინდება ზურგის ტვინის უკანა სვეტების დაზიანების შემთხვევაში (სიარულის დროს ავადმყოფი იატაკს დასცქერის, გაშლილ ფეხს მაღლა სწევს, გაშლილსავე დაუშვებს და ქუსლს მაგრად არტყამ სიატაკს; აღნიშნულის მიუხედავად, ავადმყოფი სწორ ხაზს არ უხვევს). Source:… …   Georgian encyclopedia

  • თოჯინას სიარული — (ავადმყოფს თავი და ტანი დახრილი აქვს წინ; დადის ნელა, მოკლე მოკლე ნაბიჯებით; მისი ხელები მოზიდულია და ზომიერად მოხრილია იდაყვის სახსრებში; მოსპობილია ხელების თანმხლები მოძრაობა) აღინიშნება ამიოსტატიკური სინდრომისა და პარკინსონის დაავადების დროს.… …   Georgian encyclopedia

  • რონინი — სიარული …   ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი (Old Georgian words in the dictionary)

  • საენტოლოგია — მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან ,,Science“ მეცნიერება, და შეიძლება ითარგმნოს როგორც მეცნიერბათმცოდნეობა ან მეცნიერებათმეტყველება. საენტოლოგიის, როგორც მოძღვრებისა და ეკლესიის დამფუძნებელია ამერიკელი ლაფაიეტ რონალდ ჰაბბარდი (1911 – 1986)… …   Georgian encyclopedia

  • Géorgien (liste Swadesh) — Liste Swadesh du géorgien Liste Swadesh de 207 mots en français et en géorgien, accompagnée de la transcription en caractères latins et de la prononciation en alphabet phonétique international. Sommaire 1 Présentation 2 Liste 3 Voir aussi …   Wikipédia en Français

  • Liste Swadesh Du Géorgien — Liste Swadesh de 207 mots en français et en géorgien, accompagnée de la transcription en caractères latins et de la prononciation en alphabet phonétique international. Sommaire 1 Présentation 2 Liste 3 Voir aussi …   Wikipédia en Français

  • Liste Swadesh du georgien — Liste Swadesh du géorgien Liste Swadesh de 207 mots en français et en géorgien, accompagnée de la transcription en caractères latins et de la prononciation en alphabet phonétique international. Sommaire 1 Présentation 2 Liste 3 Voir aussi …   Wikipédia en Français

  • Liste Swadesh du géorgien — Liste Swadesh de 207 mots en français et en géorgien, accompagnée de la transcription en caractères latins et de la prononciation en alphabet phonétique international. Sommaire 1 Présentation 2 Liste 3 Voir aussi …   Wikipédia en Français

  • Liste swadesh du géorgien — Liste Swadesh de 207 mots en français et en géorgien, accompagnée de la transcription en caractères latins et de la prononciation en alphabet phonétique international. Sommaire 1 Présentation 2 Liste 3 Voir aussi …   Wikipédia en Français


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»